ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა საავიაციო დარტყმა ქალაქ ჯაბალიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე განახორციელა. ადგილობრივი ექიმების ცნობით, პოლიციის განყოფილებას, რომელიც ბაზრობასთან მდებარეობდა, ისრაელის ორი რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიჭრა, ხოლო 10 დაიღუპა. ისრაელის სამხედროების თქმით, მათ ჰამასისა და “ისლამისტური ჯიჰადის” ჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს, რომელსაც ისინი ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმარებისა და განხორციელებისთვის იყენებდნენ. ჯანდაცვის სექტორის პალესტინელი წარმომადგენლების ცნობითვე, ისრაელის მიერ სექტორის გარშემო ისრაელის საჰაერო დარტყმებს კიდევ 34 ადამიანი შეეწირა, რის შედეგადაც ხუთშაბათს, 24 აპრილს, გარდაცვლილთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.