მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის - 26 მაისის აღსანიშვნას პოლიტიკური მხარეები სხვადასხვა ლოკაციაზე აანონსებენ - Palitra News

მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის - 26 მაისის აღსანიშვნას პოლიტიკური მხარეები სხვადასხვა ლოკაციაზე აანონსებენ

2025-04-25 09:40:05+04:00

მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის 26 მაისის აღსანიშვნას პოლიტიკური მხარეები სხვადასხვა ლოკაციაზე აანონსებენ. ოპოზიცია მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურბიშვილი, რომელიც 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა დაიცვან. ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, წელს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ტრადიციული ლოკაცია შეცვალა ქართულმა ოცნებამ. მთავრობის გადაწყვეტიკებით, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ნაცვლად ღონისძიებები ამჯერად ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. მმართველ გუნდში ერთ-ერთ მიზეზად მოქალაქეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას ასახელებენ.