ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია გრძელდება. დაახლოებით 1 კვირაში დე-ფაქტო რეჟიმი რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს. ოფიციალური თბილისი ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება საერთაშორისო სამართლის მათი მხრიდან მორიგი უხეში დარღვევა იქნება. რას აპირებს ოკუპირებული სოხუმი და წინააღმდეგობის რა ბერკეტი გააჩნია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.