პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების მიზანია უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია. უწყებაში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად შემუშავდა.