საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულებულია. დღეს ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციამ ერთიანობა ვერც ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის საკითხშიც შეინარჩუნა - ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აღმოჩნდნენ განსხვავებულ პოზიციაზე და განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მათთვის ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიზანშეწონილი არაა. რაც შეეხება იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროპელ დიპლომატს შეხვდნენ, მათი თქმით, ამ შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე გამახვილდა. ამავე დროს, „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციას კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ. კიდევ რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები?