თბილისში, ძველი ფოსტის შენობაში, გამწოვში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის აღნიშნული ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.