გია ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება - უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა - Palitra News

გია ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება - უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა

2025-04-24 16:02:39+04:00

აფხაზეთის სეპარატისრული რეჟიმის ე.წ. ელჩის, ალხას კვიცინიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცდილობდა, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აეკრძალა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება. ე.წ ელჩმა საჰაერო მიმოსვლის დაწყების ოფიციალურ თარიღად 1-ელი მაისი დაასახელა. ალხას კვიცინიამ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას საქართველო კონფრონტაციულ რიტორიკაში დაადანაშაულა.