პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე 10-ი პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას ჩაატარებენ. ამ ფორმით აქციის მონაწილეები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც, მათი თქმით, საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აღნიშნული მსვლელობა 19:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, დემონსტრანტები საბოლოოდ, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.