ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი 1-ელ მაისამდე გადაიდო. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ მომავალ პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი დაიწყება. ბრალდების მხარემ იმის შუამდგომლობა დააყენა, რომ ახალი მტკიცებულებები უნდა დაიშვას - მათ შორის საუბარია სამედიცინო ექსპერტიზაზე.