რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი - თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ - Palitra News

რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი - თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ

2025-04-24 12:35:48+04:00

აფხაზეთის სეპარატისრული რეჟიმის ე.წ. ელჩის ალხას კვიცინის განცხადებით, საქართველოს მცდელობის მიუხედავად, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აუკრძალოს, რუსეთსა და აოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება. ე.წ ელჩმა საჰაერო მიმოსვლის დაწყების ოფიციალურ თარიღად 1-ელი მაისი დაასახელა. ალხას კვიცინმა რუსულ მედიასთან ინერვიუში საქართველო კონფრონტაციულ რიტორიკაში დაადანაშაულა.