ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს ოპოზიციური პარტიებთან შეხვედრებს მართავს. ოპოზიციამ ერთიანობა ვერც ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის საკითხშიც შეინარჩუნა. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ეუთო-ს გენერალური მდივანის არალეგიტიმურ მთავრობასთან შეხვედრა და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის უგულებელყოფა დაასახელა.