რატომ დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი ე.წ წინააღმდეგობის პლატფორმა? - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუში კიდევ ერთხელ ისაუბრა გადაწყვეტილების მთავარ მიზეზებზე. თინა ბოკუჩავას აზრით, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტი პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას ვერავითარ სიახლეს ვეღარ სთავაზობდა, რამაც მათი მხრიდან პროცესიდან გამოყოფა განაპირობა. ზურაბიშვილის პლატფორმის ეფექტურობის ნაკლებობის შესახებ ალაპარაკდა კოალიცია ცვლილებისთვის გუნდიც. ნუგზარ წიკლაური ამბობს რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განაცხადის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება, „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ მონაწილეების რესურსი მათი მხრიდან მცირე იქნება. თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მსჯელობა ნაადრევი ჰგონიათ ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტია თავისუფლების მოედნის წევრებს.