“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდების მხარის თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზებულია და ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად გიორგი ვაშაძემ. რას აცხადებს პოლიტიკოსი და როგორ მიმდინარეობდა პროცესი?