დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება - საკითხი ახლა ასე დგას. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, მოწინავე პოზიციას იკავებს. მათი თქმით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება უსამართლო გადაწყვეტილება იქნება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალურია. ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.