ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა - რა განცხადებები კეთდება საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან - Palitra News

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა - რა განცხადებები კეთდება საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან

2025-04-23 21:01:12+04:00

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა. მთელი დღის განმავლობაში ფერიდუნ სინირლი ოღლუ შეხვდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილს, სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანსა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს. მხარეებმა ეუთოსთან თანამშრომლობის, რეგიონში არსებული ვითარებისა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს. ცესკო-ს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ კი ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს როგორც გასული წლის არჩევნების, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. ამის პარალელურად კრიტიკული განცხადებები არ წყდება ოპოზიციონერი პილიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ამ ეტაპზე მიუღებელია. რა განცხადებები კეთდება საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან?