თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - მიწისძვრის შედეგად სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია - Palitra News

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - მიწისძვრის შედეგად სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია

2025-04-23 16:10:25+04:00

სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია, - ამის შესახებ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

„ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“, - განაცხადა ალი იერლიკაიამ.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ვითარებას ყურადღებით აკვირდება“.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ბიძგები სტამბოლში იგრძნობოდა.