პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპ ფრანცისკეს ცხედარი შაბათამდე დარჩება და საზოგადოება მისთვის საბოლოო პატივის მიგებას შეძლებს. პაპ ფრანცისკეს გადასვენების პროცესიას კარდინალი კევინ ფარელი გაუძღვა. რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება და მას სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.