23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავს. საქართველოში კი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ აპრილს წიგნის ჩუქების თვედ აცხადებს. კამპანიის მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა და ცოდნის გავრცელება. პროექტის ფარგლებში წიგნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაცვლა მიმდინარეობს. UNESCO-მ 23 აპრილი წიგნის დღედ 1995 წელს დააწესა, ბიბლუსი კი ტრადიციას 2019 წლიდან შეუერთდა. კამპანიაში ჩართულები იმედოვნებენ, რომ ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მას სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან.