„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დღეს 16 საათზე გაიმართება - Palitra News

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დღეს 16 საათზე გაიმართება

2025-04-23 15:49:54+04:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დღეს 16 საათზე გაიმართება. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. პოლიტიკოსი სისტემის მხრიდან საზოგადოებაში შიშის დანერგვის მცდელობაზე საუბრობს.