რა განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე - Palitra News

რა განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე

2025-04-23 15:47:48+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ხელისუფლებას სურს ქართველი ხალხი ოკუპანტი რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს. მეხუთე პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყნის პრიორიტეტი არა ევროპასთან დაშორება, არამედ ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა იყოს.