ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ფერიდუნ სინირლი ოღლუ დღეს უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო. მანამდე ეუთოს გენერალური მდივანი სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანსა და ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. ცესკო-ს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. ამი8ს პარალელურად კრიტიკული განცხადებები არ წყდება ოპოზიციონერი პილიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ამ ეტაპზე მიუღებელია. რა განცხადებები კეთდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.