სეპარატისტული რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ინიციატივა ოფიციალურ თბილისს. რუსეთის ფედერაციის მიერ მართული თვითგამოცხადებული რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას ოკუპაციის კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს. რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთს საქართველოს მეზობელ ქვეყნად მოიხსენიებს და თბილისს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. რა გამოხმაურება მოყვა ოლეგ ბარციცის განცხადებას საქართველოში.