საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულისგან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ჯამში, 38 190 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 179 000 ლარს აღემატება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.