ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ფერიდუნ სინირლი ოღლუ დღეს უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანსა და ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკო-ს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. ამავდროულად კრიტიკული განცხადებები არ წყდება ოპოზიციონერი პილიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ამ ეტაპზე მიუღებელია. რა განცხადებები კეთდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.