აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ საქმიანობის აღდგენა დაავალა - Palitra News

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ საქმიანობის აღდგენა დაავალა

2025-04-23 09:29:24+04:00

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ საქმიანობის აღდგენა დაავალა. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონის ოლქის მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ „ამერიკის ხმის“ წარმომადგენელთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კონკრეტულად, მოსამართლე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალებს „ამერიკის ხმის“ ყველა თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, რომლებიც 14 მარტს გაათავისუფლეს ან შვებულებაში გაუშვეს, ასევე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მხრიდან მაუწყებლის დაფინანსების განახლებას. გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ამერიკის ხმა“ მუშაობას მაშინვე განაახლებს. სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.