უწყვეტი პროტესტის 146-ე დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ - Palitra News

უწყვეტი პროტესტის 146-ე დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ

2025-04-23 09:26:39+04:00

უწყვეტი პროტესტის 146-ე დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები ქართულ ოცნებასთან უცველელია- დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. პარალელურად მოქალაქეები 26 აპრილის აქციისთვის ემზადებიან. მთავრობა უნდა გადადგეს- ამ სათაურით მოქალაქეები 26 აპრილს მეტრო დიდუბიდან პროკურატურამდე საპროტესტო მარშის მოწყობას აპირებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააგონონ ხმა მმართველ გუნდს, რომელიც მათივე თქმით ოკუპანტი ქვეყნის რუსეთი ინტერესებს ატარებს.