საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინიციატივით ორგანიზაცია “დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი” შეიქმნა. როგორც ორგანიზაციის თანადამფუძნებლები ამბობენ, მათი მიზანი პოლიტიკური მოტივით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების იურიდიული და ფსიქოლოგიური თანადგომაა. მათი თქმით, “დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი” დასაქმების ხელშეწყობის კამპანიებსაც აწარმოებს. ორგანიზაციის თანადამფუძნებლები ხაზს უსვამენ, რომ საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გათავისუფლება ქვეყნის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება.