ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს. ოლეგ ბარციცის თქმით, ქართულ ოცნებას აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ,რაც ყურადღების მიღმა არ რჩება,სწორედ ამიტომ მისივე განცხადებით საჭიროა რეალური ნაბიჯების გადადგმა და საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერა. საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კრიტიკულად აფასებენ. ამბობენ რომ ოლეგ ბარციცის მხრიდან გაჟღერებული მსგავსი ტიპის განცხადებები ცხადყოფს, რომ ოკუპირებლი აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართული ოცნების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის იმედი აქვს.