ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. უწყებაში განმარტავენ, რომ "ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება ამ არჩევნებისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცესკო-სთვის ამ მიმართულებით ბოლო წვეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო, რომელიც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ დააზუსტა კანონის ჩანაწერი, რომელიც უკვე წლებია საარჩევნო კოდექსში არსებობს. კონკრეტულად რა წერია ცესკო-ს განცხადებაში.