უძრავი ქონების გაყიდვები იკლებს, სამაგიეროდ ფასი წლიდან წლამდე იზრდება - Palitra News

უძრავი ქონების გაყიდვები იკლებს, სამაგიეროდ ფასი წლიდან წლამდე იზრდება

2025-04-22 13:48:22+04:00

უძრავი ქონების გაყიდვები იკლებს, სამაგიეროდ ფასი წლიდან წლამდე იზრდება. ასე მაგალითად, ამ წლის მარტში დედაქალაქში 3 064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.5%-იანი კლებაა. შედეგები კვლევითამ ორგანიზაცია „ქოლიერსიმ“ დაითვალა. ამავე კვლევის თანახმად, გაყიდვების შემცირების პარალელურად, გაძვირებულია ფასები. ასე მაგალითად, თუ გასული წლის მარტში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1079 დოლარი იყო, 2025 წლის მარტში ფასი 1 222 დოლარს გაუტოლდა. ყველაზე მეტად ბინის ფასი ფართო ცენტრში გაიზარდა, შარშანდელთან შედარებით თითქმის 30%-ით, ქალაქის ცენტრში 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.3%-ით მოიმატა. კვლევაში ნათქვამიას, რომ ასეთი ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11.6%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, მარტში ბაზრის ზომა 16.7%-ით, 243 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.