ამერიკის ტურისტულ ვიზაზე უარი საქართველოს მოქალაქეებისთვის 41%-ს აჭარბებს - Palitra News

ამერიკის ტურისტულ ვიზაზე უარი საქართველოს მოქალაქეებისთვის 41%-ს აჭარბებს

2025-04-22 13:45:32+04:00

ამერიკის ტურისტულ ვიზაზე უარი საქართველოს მოქალაქეებისთვის 41%-ს აჭარბებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს ტურისტულ ვიზაზე ყველაზე მეტი უარყოფითი გადაწყვეტილება ლაოსის მოქალაქეების, ყველაზე მეტი დადებითი პასუხი კი არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეების მიმართ მიიღო. კერძოდ, Travel.state.gov-ის მონაცემებით, ლაოსის იმ მოქალაქეების 82.84%-ს, რომელსაც აშშ-ს ტურისტული ვიზა სურდა, უარი ეთქვა. არაბთა გაერთიანებული საემიროების შემთხვევაში კი უარყოფითი გადაწყვეტილების რაოდენობა მხოლოდ 1.46%-ს შეადგენდა. რაც შეეხება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, ამერიკის ტურისტულ ვიზაზე ყველაზე მეტი უარი სომხეთის მოქალაქეებს, ყველაზე ნაკლები კი თურქეთის მოქალაქეებს აქვთ. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კი ტურისტულ ვიზაზე უარი როგორც უკვე გიხარით 41.44%-ს შეადგენს.