ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების კვლევა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მონაცმებს გვაწვდის - Palitra News

ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების კვლევა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მონაცმებს გვაწვდის

2025-04-22 13:44:47+04:00

ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების კვლევა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მონაცმებს გვაწვდის. საქართველოში 1 ჰა ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8 316 ლარია, მისი გაშენება კი 26 400 ლარი ჯდება. სხვათა შორის ღვინის მოხმარების შემცირების მიუხედავად, საქართველოში ვენახის ფართობი ყოველ წელს იზრდება, მსოფლიოში კი პირიქით მცირდება. კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, 2023 წელს საქართველოში ვენახების ფართობი 48 500 ჰექტარს შეადგენდა. ათი წლის წინ კი 40 ათას ჰექტარს არ აღემატებოდა. რაც შეეხება ვაზის ჯიშებს, როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელი და საფერავი დომინირებენ. ასე მაგალითად, რქაწითელი გაშენებულია 18 239 ჰექტარზე და მასზე მთლიანად გაშენებული ვაზის ჯიშის ფართობის 46% მოდის, რაც შეეხება საფერავს, 17 406 ჰექტარზეა გაშენებული და მთლიანი ფართობის 44%-იანი წილი უკავია. როგორც უკვე გითხარით, საქართველოში 1 ჰექტარი ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8 316 ლარია, საშუალო მოსავლიანობა კი 9 100 ტონა. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოში 1 ჰექტარი ვენახის გაშენება 26 400 ლარი ჯდება, ხოლო საბაზრო ღირებულება 34 ათასი ლარია.