ვატიკანი რომის პაპს, ფრანცისკეს ემშვიდობება - ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომის პაპის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რამაც კომა და გულის შეუქცევადი უკმარისობა გამოიწვია. ვატიკანის განცხადების თანახმად, პაპმა ფრანცისკემ დაკრძალვა რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ითხოვა. დაკრძალვის ცერემონიალს აშშ-ის, ბრაზილიისა და საფრანგეთის ლიდერები დაესწრებიან. ავსტრალიის პოლიტიკურმა ლიდერებმა პაპ ფრანცისკესადმი პატივისცემის ნიშნად საარჩევნო კამპანია შეაჩერეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები, ამ საკითხზე ოფიციალურ დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა დონალდ ტრამპმაც. არგენტინაში კი შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული.