ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება

2025-04-22 12:38:54+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დასრულების პერსპექტივა და უკრაინის მოკავშირეების მორიგი შეხვედრა - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება. 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი წარმოადგენენ, ხოლო უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იქნებიან. - რა გზავნილები აქვთ ევროპელ ლიდერებს და რა განცხადებას ავრცელებს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან დაკავშირებით ვოლოდიმი ზელენსკი