ფუტკრის დაავადების ტროპილელაფსოზის მართვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ფუტკრის დაავადების ტროპილელაფსოზის მართვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2025-04-22 12:38:34+04:00

ფუტკრის დაავადების ტროპილელაფსოზის მართვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციების და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს. მეფუტკრე-ფერმერები სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობას მიესალმებიან და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე დარგობრივ ასოციაციებთან და სამეცნიერო წრეებთან. დაავადების იდენტიფიკაციის, მართვის სტრატეგიებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შემუშავდა საინფორმაციო მასალები, რომლებიც მეფუტკრეებს უკვე დაურიგდათ.