რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დასრულების პერსპექტივა და უკრაინის მოკავშირეების მორიგი შეხვედრა - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება. ზელენსკის აღნიშნავს, რომ რუსეთმა აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შეთავაზებაზე უარი განაცხადა და უკრაინის ქალაქების დაბომბვა განაგრძო. მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად სარაკეტო დარტყმები და შორსმოქმედი დრონების გამოყენება უახლოეს მომავალში უნდა შეწყდეს. უკრაინის ლიდერის ინფორმაციით, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი წარმოადგენენ, ხოლო უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იქნებიან.