კრემლი 9 მაისს მოსკოვში დონალდ ტრამპის ვიზიტს უარყოფს - დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთში შეერთებული შტატების ლიდერის ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა. გასულ კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნების მონაწილეობას ევროკავშირი პასუხის გარეშე არ დატოვებს. კალასმა ევროპელ ლიდერებს უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდა და რუსეთში აღლუმზე წასვლისგან თავის შეკავების მითითება მისცა. თავის მხრივ, კალასის განცხადებას ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც მოსკოვში აღლუმზე დასწრებას გეგმავენ, სხვა კრიტიკულად განწყობილ ლიდერებზე მეტი გამბედაობა აქვთ.