ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ ბრიტანეთის მხრიდან ქმოემდებულ სანქციებს მიესალმება. დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“.
10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.