დიმიტრი პესკოვი - ვაშინგტონის განცხადებები, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ჩვენს კმაყოფილებას იწვევს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - ვაშინგტონის განცხადებები, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ჩვენს კმაყოფილებას იწვევს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა

2025-04-21 17:00:31+04:00

კრემლმა სხვადასხვა დონეზე მოისმინა აშშ-სგან განცხადებები, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია და ეს მოსკოვის პოზიციას ემთხვევა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვაშინგტონისგან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ჩვენს კმაყოფილებას იწვევს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.