ლეონიძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო - Palitra News

ლეონიძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

2025-04-21 16:08:17+04:00

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები მსვლელობას მართავენ. მათ ლეონიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ისინი მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, ტერიტორია გაეთავისუფლებინათ.

ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.

ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”.

სამართალდამცველებმა დაპირისპირებისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და აგილიდან გაიყვანეს.

ასევე, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის დაკავებაც სცადეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული.