შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - Palitra News

შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

2025-04-21 10:43:07+04:00

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე.