იან ლიპავსკი რუსეთის მიერ გამოცხადებულ სააღდგომო ზავზე - ეს იგივეა, რომ შიმშილობა გამოაცხადო და ფარულად ტკბილეული ჭამო - Palitra News

იან ლიპავსკი რუსეთის მიერ გამოცხადებულ სააღდგომო ზავზე - ეს იგივეა, რომ შიმშილობა გამოაცხადო და ფარულად ტკბილეული ჭამო

2025-04-21 09:39:22+04:00

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ტკბილეულის ჭამას ადარებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ეს იგივეა, რომ საუზმესა და სადილს შორის შიმშილობა გამოაცხადო და შემდეგ ფარულად ტკბილეულის ჭამა განაგრძო“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

მისი თქმით, გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსეთი სროლას და თავდასხმებს აგრძელებდა.

„ამიტომ, ამგვარად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო მედია ტრიუკია, ვიდრე რეალობა“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს რომ ომი არ სურდეს, არასდროს დაიწყებდა მას.

„ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი, რათა რუსეთმა სამხედრო საშუალებებით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.