აღდგომის ღამე რუსთაველზე - დღეს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლები საპროტესტო აქციას ჩაატარებენ. დაკავებულთა ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ.