მოლდოვის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან კონტროლის მცდელობაზე ალაპარაკდა - მაია სანდუ ოკუპანტი ქვეყნის მოლდოვის პოლიტიკაში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პუტინს სურს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. სანდუს განცხადებით, ოკუპანტი ქვეყანა მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩასატარებელი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომში მოლდოვის ჩართვაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ რუსეთი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მოლდოვის რესპუბლიკას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.