ემუქრება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს საფრთხე? „ქართულ ოცნებაში“ პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხით მანიპულირება არცერთ ქვეყანას ეკადრება - Palitra News

ემუქრება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს საფრთხე? „ქართულ ოცნებაში“ პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხით მანიპულირება არცერთ ქვეყანას ეკადრება

2025-04-19 16:13:28+04:00

ემუქრება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს საფრთხე? „ქართულ ოცნებაში“ პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხით მანიპულირება არცერთ ქვეყანას ეკადრება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, მათთვის ქართველი ხალხის ე.წ. ვიზით შანტაჟი მიუღებელია. ამასთანავე, ოპოზიციურ პარტიებში განმარტავენ, რომ დასავლეთი საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ სავიზო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებას. აღნიშნულ საკითხს მესამე სექტორის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.