დონალდ ტრამპის კრიტიკული გზავნილები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მიმართ - აშშ-ის ლიდერის განცხადებით, ის მზად არის უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო ძალისხმევა შეწყვიტოს თუ მხარეები შეთანხმებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს არ გადადგამენ. დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების გაჭიანურებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ შეერთებულ შტატებს შეთანხმების მიღწევა უმოკლეს ვადებში სურს. ჟურნალისტის შეკითხვა, მოლაპარაკებების შეწყვეტის შემთხვევაშიც გააგრძელებს თუ არა აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას, ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის საჭირო პროგრესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განმარტა, რომ მან ომის შეწყვეტის სურვილი კონფლიქტში მყოფი ორივე მხარისგან უნდა დაინახოს.