ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა და ე.წ. მთავრობის წევრები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ხუთამდე გაიზარდა ე.წ. „ვიცე-პრემიერების“ რაოდენობა, ხოლო ე.წ. „მინისტრების“ კი 15-მდე.
დე ფაქტო საგარეო უწყებას სერგეი შამბას ნაცვლად ოლეგ ბარციცი უხელმძღვანელებს, რომელიც გუნბას ერთ-ერთი კონკურენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი არ შეიცვალა, მათ შორის თავდაცვის მინისტრად ისევ ვლადიმირ ანუა დაინიშნა.