უცხო ქვეყნის გავლენების შემცირება საქართველოში თუ იზოლაცია ევროპისგან? - რა გავლენას მოახდენს გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. საკითხმა პოლიტიკურ მხარეთა პოზიციები ორად გაყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ კანონის ფარგლებში საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერასდროს წავა, ქართული ოცნება კი ცვლილებების მიღებას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით ხსნის.