ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა - Palitra News

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

2025-04-18 18:23:38+04:00

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.