აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმპორტზე ტარიფების დაწესების შემდეგ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტი დამყარდა. ტრამპმა სი ძინპინის მმართველობის სტილი მოიწონა და თქვა, რომ ის ქვეყანას მკაცრად და ძლიერად მართავს. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სი ძინპინთან პირდაპირი სატელეფონო საუბარი, დონალდ ტრამპმა პასუხისგან თავი შეიკავა და ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი გამოთქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ტიკტოკთან“ დაკავშირებულ გარიგებას იქამდე გადადებს, ვიდრე ჩინეთთან სავაჭრო საკითხი არ გადაწყდება.